კონკურსი საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს მოსაპოვებლად წელს მეორედ გაიმართება
მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის საქართველოში ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტი, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან (RSF) და საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, აცხადებს ყოველწლიურ კონკურსს ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ასამაღლებლად, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.