top of page
GEO-Funded by the EU-POS.png
WB-WBG-horizontal-CMYK.png

B A R T A
საუკეთესო წლიური ანგარიშის
და გამჭვირვალობის ჯილდო

cup21-02.png
blick.png
blick.png

მსოფლიო ბანკი ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდის მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან (RSF)  პარტნიორობით 2024 წლის კონკურსს საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA) გახსნილად აცხადებს. ამ კონკურსის მიზანია ქართული კომპანიების  ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება. ევროპული და გლობალური მოვლენების გათვალისწინებით, კერძოდ კი, მდგრადი ანგარიშგების დანერგვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების პირობებში, ამ ჯილდოს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი ენიჭება.

BARTA 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის  ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა, მას შემდეგ რაც ევროკავშირმა  კორპორაციული ფინანსური ანგარიშგებების ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივა წამოაყენა. 2021 წლის აპრილში ევროკომისიამ კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივის (CSRD) ინიცირება განახორციელა ევროკავშირის მდგრად ეკონომიკაზე გადასვლის  ღონისძიებების მხარდასაჭერად. შედეგად მდგრადი ანგარიშგება ევროკავშირში  ისეთივე მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს, როგორიც ფინანსურ ანგარიშგებას უკავია. შეიძლება გლობალურადაც იგივეს ველოდოთ, რამდენადაც ფასს-ის ფონდი მდგრადი ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებაზე მუშაობს.

 

ამიერიდან BARTA ფართოვდება და პირველად ღიაა პირველი კატეგორიის კომპანიებისთვის და ჯგუფებისთვის, ისევე როგორც საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე ყველა პირისთვის (სდპ), რომელთა შორის არიან A და B სალისტინგო კატეგორიებში შემავალი ყველა კომპანია. (იხილეთ დაშვებული კომპანიების სია). ბირჟაზე დალისტული ყველა კომპანია ავტომატურად მიიღებს მონაწილეობას შეფასებაში შესაფერისობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რაც გულისხმობს აუდიტის უპირობო დასკვნას და კომპანიის კატეგორიისთვის სავალდებულო ყველა ანგარიშგების შესაბამისი ვადების დაცვით წარდგენას. საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე სხვა პირებს და პირველი კატეგორიის კომპანიებს/ჯგუფებს,  განაცხადის თვითწარდგენა დასჭირდებათ.

კომპანიების განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 31 ოქტომბერი.

2024-ში, კომპანიების ყოველ ძირითად კატეგორიას დაემატება „საუკეთესო მდგრადობის ანგარიშის ჯილდო“,  რომლის მიზანია მდგრადობის ანგარიშგების, განსაკუთრებით ევროკავშირში, სწრაფი განვითარების წარმოჩენა. მოველით, რომ ეს ანგარიშები შედგენილი იქნება დადგენილი საერთაშორისო ჩარჩოს გამოყენებით, როგორიცაა ევროპის მდგრადობის ანგარიშგების სტანდარტები (ESRS).

სპონსორები-04.png
tbi.jpg
ქულების გადანაწილება

მსხვილი კომპანიები

(საფინანსო და არასაფინანსო სდპ 500 -ზე მეტი დასაქმებულით)

40

20

20

20

მმართველობის ანგარიში

კორპორაციული

მართვის ანგარიში

არაფინანსური ანგარიშგება

გამჭვირვალობის სხვა ღონისძიებები

შეფასების პროცესი 3-ეტაპიანია, რაც მოიცავს თავდაპირველ გაცხრილვას, წინასწარი შერჩევის შედეგად გამოვლენილი კომპანიების/ჯგუფების დეტალურ შეფასებას, და ბოლოს, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჟიურის მიერ გამარჯვებული კომპანიების/ჯგუფების გამოვლენას.


თავდაპირველი შერჩევა (გაცხრილვა) დამოკიდებული იქნება იმაზე, არის თუ არა კომპანია ლისტინგში შემავალი საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე პირი. ბირჟაზე დალისტული კომპანიებისთვის თავდაპირველი შერჩევა გულისხმობს საფონდო ბირჟაზე ლისტინგში შემავალი კომპანიების გამოვლენას, რომლებიც აკმაყოფილებენ ფინანსური ანგარიშგების მიმდინარე მოთხოვნებს, რაც დასტურდება აუდიტის არამოდიფიცირებული დასკვნით და წლიური ანგარიშის დროული წარდგენით ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში (SARAS), რაც www.reportal.ge ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე წლის 31 ოქტომბრისთვის. ამ კომპანიებს შემდეგ ეცნობებათ, რომ მათ შეასრულეს საწყისი შერჩევის კრიტერიუმები და ავტომატურად დაექვემდებარებიან შეფასდებიან.

საზოგადოებრივი დაინტერესების ყველა სხვა პირმა, რომელიც არ შედის საფონდო ბირჟის სალისტინგო A და B კატეგორიებში ასევე პირველი კატეგორიის კომპანიამ და ჯგუფმა, თვითონ უნდა წარადგინოს აპლიკაცია. თუმცა ლისტინგში შემავალი სდპ-ების მსგავსად, ისინიც უნდა აკმაყოფილებდნენ ფინანსური ანგარიშგების მიმდინარე მოთხოვნებს, რაც დასტურდება აუდიტის არამოდიფიცირებული დასკვნით და წლიური ანგარიშის დროული წარდგენით ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში (SARAS).


იმ კომპანიებმა/ჯგუფებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, თვითწარდგენა უნდა განახორციელონ თავიანთი წლიური ანგარიშის ელექტრონული ასლის გაგზავნით ფონდის ელექტრონულ მისამართზე. სდპ-ების, პირველი კატეგორების კომპანიების და ფგუფების სრული ჩამონათვალი, მათ შორის ისინი რომლებიც არ შედიან საფონდო ბირჟის სალისტინგო კატეგორიებში და რომლებსაც შეუძლიათ თვითწარდგენა მოცემულია საიტის შესაბამის სექციაში.


შენიშვნა: ყველა ბანკი, საფინანსო დაწესებულება, სადაზღვევო კომპანია და სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული საწარმოები კლასიფიცირდებიან როგორც საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე პირები. ზემოაღნიშნულთან ერთად, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მათი აპლიკაციის განხილვისთვის საჭიროა ისინი ასევე აკმაყოფილებდნენ შესაბამისი მარეგულირებლის საანგარიშგებო სავადო მოთხოვნებს.

შეფასების პროცესი
1

მცირე და საშუალო კომპანიები

(სდპ 500 -ზე ნაკლები დასაქმებულით)

50

20

10

20

მმართველობის ანგარიში

კორპორაციული

მართვის ანგარიში

არაფინანსური ანგარიშგება

გამჭვირვალობის სხვა ღონისძიებები

გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება კომპანიების მიერ ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგების და აუდიტის  შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად მომზადებული მმართველობის ანგარიშგების, კორპორაციული მართვის ანგარიშგების, არაფინანსური ანგარიშგების  და სხვა ფაქტორების (მაგ. ანგარიშების გამოქვეყნება ვებგვერდზე, წლიური ანგარიშის წარდგენის დროულობა და წარდგენილი ანგარიშგებების ხარისხი) შეფასების საფუძველზე. ამდენად, კონკურსში მონაწილეობის პირობა სამართლებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაა

BARTA white.png

ჟიური

ჟიურის წევრები ადგილობრივი კონსულტანტების დახმარებით განახორციელებენ კომპანიებისთვის ქულების მინიჭებას თითოეულ კატეგორიაში. თითოეულ კომპანიას მიენიჭება შესაბამისი ქულა (100-დან), ზემოთ წარმოდგენილ ცხრილში ნაჩვენები კომპონენტების მიხედვით.

ეტაპები

1

2024 წლის დაჯილდოების შესახებ საჯარო განცხადების გამოქვეყნდება

2

ყველა დაშვებული კომპანიის ჩამონათვალი, მათ შორის კომპანიების, რომლებიც არ შედიან საბირჟო ლისტინგში და აკმაყოფილებენ თვითწარდგენის მოთხოვნებს ქვეყნდება დაჯილდოების ვებგვერდზე

3

კომპანიების/ჯგუფების მიერ სამსახურისთვის (SARAS) გამოსაქვეყნებლად გამზადებული ანგარიშების წარდგენა

4

სამსახურის მიერ ანგარიშები ქვეყნდება www.reportal.ge ვებგვერდზე, პირველი კატეგორიის კომპანიების/ჯგუფების და სხვა სდპ-ების თვითწარდგენა- 31 ოქტომბერი 2024

5

დალისტული სდპ-ის ინფორმირება თავდაპირველი შერჩევის შესახებ - 2024 წლის 15 ნოემბრამდე

6

დეტალური შეფასება - 2024 წლის ნოემბერი-დეკემბერი

7

დაჯილდოების ცერემონია - 2024 წლის 15 დეკემბერი
4
bottom of page